Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია-„განათლება თანამედროვეობის კვალდაკვალ“

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ორგანიზებით 5 ივნისს ჩატარდა  IV ერთობლივი კონფერენცია „განათლება თანამედროვეობის კვალდაკვალ”.

 

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის VIII-XII კლასის მოსწავლეები. მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ეკოლოგიური გამოწვევებისა და კრიზისების მართვის შესახებ.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის დასასრულს სერტიფიკატები გადაეცათ მომხსენებლებს, მოსწავლეთა საკონფერენციო თემის  ხელმძღვანელობისათვის სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობისათვის დირექტორს, ქალბატონ გულნაზ ხორბალაძეს.

თარიღი: 07/06/2024